თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია - მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია - მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს, ხმამაღალი საუბრო დამიწყეს რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ, 15 წუთის განმავლობაში "მაკაჩავეს", ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივიდოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს უკან ჩამომსვლელი არ ხარო, მე როგორც ვაჟკაცმა, კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ [IPN]" | თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე
დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება:
“თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება.თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულ თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.“ - წერს პროკურატურა
თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა მისი პირადი ავტომობილისა და ბინის ჩხრეკა.