საზოგადოება

Freedom House: საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის 14-წლიანი სტატუსი დაკარგა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ გახდა

22 ოქტომბერი, 2026 - 14:25
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის 14-წლიანი სტატუსი დაკარგა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ გახდა | როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამის მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებამ კვლავ განაგრძო ონლაინ აქტივიზმისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის შეზღუდვა, რომელიც მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულადაა მიჩნეული.