პოლიტიკა ციტატა

მიუღებელია, რომ ევრონიუსმა ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მოიწვია | კშიშტოფ ბრეიზა

22 ოქტომბერი, 2026 - 15:31
მიუღებელია, რომ ევრონიუსმა ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მოიწვია | წერს პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში.
 
"მიუღებელია, რომ ევრონიუსმა ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მოიწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან და სხვა გამოჩენილ ევროპელ ლიდერებთან ერთად. ევროპარლამენტმა საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობა უარყო. რუსული სტილის რეპრესიები, დემოკრატიული უკუსვლა და კრემლის მზარდი გავლენა ევროპულ სცენაზე არ უნდა იყოს ლეგიტიმიზებული! ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით!“ | წერს კშიშტოფ ბრეიზა.