ასე თუ ისე, ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ოდესღაც მაინც დასრულდებოდა, პუტინი კი თავის მთავარ მიზანზე - უკრაინის ოკუპაციაზე - უარს მაინც არ იტყოდა | ზელენსკი
საპრეზიდენტო სავარძლებში არც მე ვარ მარადიული და არც ტრამპი. ასე თუ ისე, ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ოდესღაც მაინც დასრულდებოდა, პუტინი კი თავის მთავარ მიზანზე - უკრაინის ოკუპაციაზე - უარს მაინც არ იტყოდა | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
"ვფიქრობ, ტრამპს პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა - და შესაძლოა, ახლაც აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მათ ასეთ ახლო ურთიერთობას სრულმასშტაბიანი შეჭრა მართლაც აეცილებინა თავიდან. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ: საპრეზიდენტო სავარძლებში არც მე ვარ მარადიული და არც ტრამპი. ასე თუ ისე, ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ოდესღაც მაინც დასრულდებოდა, პუტინი კი თავის მთავარ მიზანზე - უკრაინის ოკუპაციაზე - უარს მაინც არ იტყოდა. ასე რომ, გულწრფელად თუ ვიტყვით, მგონი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, სანამ პუტინი რჩება ხელისუფლებაში“ | განაცხადა ზელენსკიმ.