ამერიკელების ნახევარზე მეტი თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტს იმსახურებს
ამერიკელების ნახევარზე მეტი თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტს იმსახურებს | ამის შესახებ Politico-ს კვლევიდან ხდება ცნობილი. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისეთი დანაშაულები ჩაიდინა, რაც იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს.
აღნიშნულ პოზიციას მხარი დემოკრატი ამომრჩევლების 81%-მა, ხოლო რესპუბლიკელების 25%-მა დაუჭირა. გამოკითხულთა 41% თვლის, რომ ტრამპმა საპრეზიდენტო თანამდებობა პირადი ან ოჯახური ფინანსური სარგებლისთვის გამოიყენა.