„ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანებს ეხება და არა კილომეტრებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის დასაცავად. დასანანია, თუ ვინმეს ეს არ ესმის“ | ზელენსკი
„ჩემი დამოკიდებულება პუტინის მიმართ ძალიან ნათელია. ვფიქრობ, თუ სანქციებს მოვხსნით, ჩვენ მას გავაძლიერებთ. ეს არ არის რაიმე პირადული ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის და, რა თქმა უნდა, მე სანქციების ნებისმიერი სახით მოხსნის წინააღმდეგი ვარ. პუტინი თამაშობს, იცით, ის მოთამაშეა... დასანანია, რადგან ის სხვა ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და, რა თქმა უნდა, მას არ სურს ომის შეწყვეტა. ასე რომ, ის, რაც ჩვენს პარტნიორებს სურთ, არის - არ მისცენ მას გაძლიერებისა და ჩვენი გატეხვის შესაძლებლობა. ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანებს ეხება და არა კილომეტრებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის დასაცავად. არავინ აღიარებს ამ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად და ვფიქრობ, რუსეთს ეს ესმის. დასანანია, თუ ვინმეს ეს არ ესმის, თუმცა ეს მათი საქმეა.“ | თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ეთერში.