უცხოეთი

სერბეთში საპარლამენტო არჩევნების წინ მრავალათასიანი სააგიტაციო მიტინგები გაიმართა

23 ოქტომბერი, 2026 - 09:48

ბელგრადში საპარლამენტო არჩევნების წინ მასშტაბური სააგიტაციო მიტინგები გაიმართა. სტუდენტური მოძრაობის მხარდასაჭერად დედაქალაქის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო და სააგიტაციო მუხტის გასაძლიერებლად, მოქალაქეები ბელგრადში სერბეთის სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩავიდნენ.

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება. ალექსანდრ ვუჩიჩმა რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ორწლიანი ანტისამთავრობო და ანტიკორუფციული პროტესტის შედეგად დანიშნა. სექტემბერში კი ვუჩიჩმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ახლა საკუთარ პარტიას პრემიერმინისტრობის კანდიდატად ლიდერობს.

დემონსტრაციები 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე გადახურვის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. ხალხი მომხდარს ხელისუფლების კორუფციას უკავშირებს.

ქუჩის პროტესტის დროს ჩამოყალიბდა მოძრაობა „სტუდენტური სია – სტუდენტები იმარჯვებენ“, რომელმაც პარლამენტში 250-ვე მანდატზე წარადგინა კანდიდატები