უცხოეთი

რუსული დიზელით დატვირთული პირველი ტანკერი აშშ-ისკენ დაიძრა | Reuters

23 ოქტომბერი, 2026 - 12:49

40 ათასი ტონა რუსული დიზელის საწვავით დატვირთული, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ნიუ-იორკისკენ მიემართება | იტყობინება სააგენტო Reuters-ი LSEG-ის [ფინანსური მონაცემების პლატფორმის] მონაცემებზე დაყრდნობით. სავარაუდოა, რომ გემი აშშ-ში 7 ნოემბერს ჩავა.

9 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსულ დიზელზე სანქციები დროებით - 2027 წლის 7 აპრილამდე მოხსნა. გადაწყვეტილება კი საწვავის ფასის შემცირების მოტივით ახსნა. აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ დიზელის ფასების ზრდა უკრაინის მიერ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ბრალია.