ცენტრალურ აზიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია | ბოჭორიშვილი
"ცენტრალურ აზიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის სწორედ იმ საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რომელიც დღეს ჩვენს გარშემო არსებობს" | ამბობს მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე
შეხვედრა ბათუმში გაიმართა. საქართველოში იმყოფებიან თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
"დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ შუა დერეფნის განვითარება. ეს მარშრუტი ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და შავი ზღვის გავლით ევროპას აკავშირებს, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ კავშირის განვითარებასა და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაში და შუა დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია... მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ...ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ ასევე უზბეკეთთან. უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში...ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც წელს ივლისში შედგა და აქაც ახალი შესაძლებლობები შეიქმნა პოლიტიკური დიალოგის და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში. პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერმინისტრმა სწორედ წელს ივნისში განახორციელა ყირგიზეთში, ასევე ტაჯიკეთში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები..." | ამბობს ბოჭორიშვილი.