პოლიტიკა ციტატა

ანტიკონსტიტუციურად ამ პარტიების ცნობა არის ის მინიმუმი, რომელსაც ქართულ საზოგადოებას დავპირდით და ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე | წილოსანი

23 ოქტომბერი, 2026 - 13:35

"ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გამოჩნდა, არის მათი მხრიდან პროცესის გაწელვის მცდელობა. სრულიად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ითხოვენ შუამდგომლობებს. მოსამართლეების მხრიდან დაზუსტების მცდელობა ასევე უშედეგოდ სრულდება, რადგან მათ ეს მოთხოვნის სურვილიც აქვთ და არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ. გადავდივართ უკვე სასამართლო განხილვების მეორე ეტაპზე, რომელიც კიდევ უფრო უკეთ დაანახებს ჩვენს საზოგადოებას, მხარდამჭერებსა და ზოგადად მთლიან საზოგადოებას, თუ რა ბრალი წარვუდგინეთ „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ უნდა აიკრძალონ აღნიშნული პარტიები...

ანტიკონსტიტუციურად ამ პარტიების ცნობა არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელსაც, ერთი მხრივ, ჩვენ ქართველ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას დავპირდით, ხოლო მეორე, ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, რადგან ყველა ის სუბიექტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციურ ნორმებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისად პასუხგაცემული" [IPN] - თქვა ოცნები დეპუტატმა წილოსანმა.