უცხოეთი

უკრაინა ისტორიული რუსეთის ტერიტორიაა. გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია | პუტინი

23 ოქტომბერი, 2026 - 14:43

„პირველ რიგში, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ის, რომ ეს არ არის მათი ტერიტორია, ეს ისტორიული რუსეთის ტერიტორიაა. ასე რომ, რაიმე ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი, მე ვფიქრობ, შეუსაბამოა...

ომი სურთ? ჩვენ არ გვსურს უკრაინასთან ომი. მაგრამ თუ უკრაინის დღევანდელ ხელმძღვანელობას ომი უნდა – დაე, იომონ. თუმცა, რატომ ჰგონიათ, რომ ამისთვის ყველამ უნდა გადაიხადოს და იარაღი მიაწოდოს მათ?.

უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ სინამდვილეში რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. ჩვენ შევთანხმდით, რომ მზად ვართ სამმხრივი კონტაქტების განახლებისთვის. ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განხილვა სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ და არა საომარი მოქმედებების ხანმოკლე შეჩერების შედეგად" | თქვა პუტინმა ტელეწამყვან, პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან კომენტარში.

 ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში გაიმართება.