უცხოეთი

სამშვიდობო გეგმა, რომელსაც ტრამპი აქტიურად უჭერს მხარს, საშიშია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა აშშ-სთვისაც | The Economist

23 ოქტომბერი, 2026 - 15:31

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც ტრამპი აქტიურად უჭერს მხარს როგორც უკრაინაში ომის დასრულების საფუძველს, საშიშია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და შეერთებული შტატებისთვისაც | წერს გამოცემა The Economist.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გეგმა „იმდენად ცუდად არის შემუშავებული, იმდენად ბუნდოვანი, დაუბალანსებელი და არაპრაქტიკულია, რომ უფრო ნორმალურ სამყაროში ის ვერასოდეს იხილავდა მზის სინათლეს“.

„მაგრამ ახლა უჩვეულო დროა. სრულიად შესაძლებელია, და შეიძლება ალბათობაც კი იყოს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღემდე მოითხოვოს უკრაინისგან ამ გეგმის, ან მისი მსგავსი რამის მიღება. თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარს იტყვის, ბატონმა ტრამპმა შესაძლოა უკრაინას გადაუკეტოს წვდომა ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებსა და თანამედროვე შეიარაღების სისტემებზე – როგორც მან ეს უკვე გააკეთა მიმდინარე წლის დასაწყისში, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა“, | ნათქვამია სტატიაში.

The Economist-ის თანახმად, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრძალავს უკრაინას რაკეტების გაშვებას მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, მაგრამ არ აწესებს რაიმე შეზღუდვას რუსეთის დარტყმებზე;

ის მოითხოვს უკრაინის არმიის 600 000 ჯარისკაცამდე შემცირებას, მაგრამ არ აწესებს რაიმე შეზღუდვას რუსეთზე.

ის ასევე კრძალავს ნატოს ჯარების განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე.

სტატიის თანახმად, გეგმის მიხედვით, რუსეთი აგრესიის შეწყვეტის სანაცვლოდ ჯილდოვდება უკვე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებით და იმ რეგიონების მითვისებითაც, რომლებიც ჯერ არ დაუპყრია.