უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 270 პირი გაათავისუფლა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 270 პირი გაათავისუფლა, მათ შორის არიან ეროვნული გვარდიის წევრები, აზოვის ჯარისკაცები, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, საზღვაო და სახმელეთო ჯარების, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის ჯარისკაცები, ასევე 9 მშვიდობიანი მოქალაქე. მათი უმეტესობა 2022 წლიდან იმყოფებოდა ოკუპანტების ტყვეობაში
"გათავისუფლებულთა უმეტესობა ჯარისკაცები არიან, რომლებიც მარიუპოლში იცავდნენ უკრაინას. ასევე ბრუნდებიან დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, კიევის, ნიკოლაევის და ჩერნიგოვის მიმართულებების დამცველები. ბევრი უკანონოდ იყო გასამართლებული რუსეთში. დაბრუნებულთა შორის არის ხუთი ადამიანი, რომლებიც 2022 წლის ივლისში ოლენივკაში რუსეთის ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპულად ითვლებოდნენ. ჩვენ ყველა გვახსოვს და ყველას ვეძებთ. " | წერს უკრაინის პრეზიდენტი