პოლიტიკა

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ - გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

23 ოქტომბერი, 2026 - 16:54

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აძევებენ ვენაში მომუშავე ოთხ რუს დიპლომატს. მიზეზად დასახელდა „მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუსაბამო ქმედებები“ - ტერმინი, რომელიც, როგორც წესი, ჯაშუშობას გულისხმობს - წერს Reuters.

ავსტრიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზომები მიიღო ვენაში მყოფი ოთხი რუსი დიპლომატის წინააღმდეგ | ნათქვამია უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული პირები პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდნენ და მათ ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. სამინისტროს ცნობით, გაძევებული დიპლომატებიდან სამი ავსტრიაში რუსეთის საელჩოში მუშაობდა, ერთი კი - ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში [ეუთო] რუსეთის დელეგაციაში, სადაც სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებს კურირებდა.

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, 2020 წლის შემდეგ, ავსტრიიდან გაძევებულ რუს დიპლომატთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია.

"ვენა დაუფიქრებლად მიჰყვება დასავლეთის ანტირუსულ პოლიტიკას და ასეთ ქმედებებს, გარდაუვლად, შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, | ნათქვამია რუსეთის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საელჩო დიპლომატების გაძევებას ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ გადადგმულ „კიდევ ერთ არამეგობრულ ნაბიჯად“ აფასებს.