უცხოეთი ციტატა

კონფლიქტის მოგვარების საკითხი უშუალოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ - არის თუ არა კონფლიქტის მოგვარების შანსი? დიახ, ის არსებობს

3 სექტემბერი, 2026 - 15:40 · პუტინი

კონფლიქტის მოგვარების საკითხი უშუალოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ - არის თუ არა კონფლიქტის მოგვარების შანსი? დიახ, ის არსებობს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადმიერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

 
"კონფლიქტის მოგვარების საკითხი უშუალოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ. ხოლო ყველა დანარჩენი ქვეყანა მზად არის მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს. არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ აქ მყოფი ქვეყნებიც... ყველას მადლიერები ვართ, ვინც ამ კომფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანას ცდილობს. არის თუ არა შანსი? ჩემი აზრით, დიახ, ის არსებობს... ამ ეტაპზე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად მივდივართ ამ კონტაქტებით სამშვიდობო შეთანხმებამდე, იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო დროს უკრაინის პირველი პირებისგან მოვისმინეთ. თუმცა, კონტაქტები ნამდვილად გრძელდება" - განაცხადა პუტინმა.