ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, სექტემბრის შემდეგ რუსეთმა 241 კვადრატული კილომეტრით მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიპყრო
ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, სექტემბრის შემდეგ რუსეთმა 241 კვადრატული კილომეტრით მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიპყრო
ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასების თანახმად, ბოლო კვირებში რუსეთის შეტევა უკრაინაში ფაქტობრივად უკუსვლით წავიდა - სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული მოსკოვმა იმაზე მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე ხელში ჩაიგდო, პარალელურად კი მისი ცოცხალი ძალის დანაკარგები ზრდას განაგრძობს.
ISW ვარაუდობს, რომ 1 სექტემბრიდან რუსულმა ძალებმა წმინდა დანაკარგის სახით უკრაინის ტერიტორიის 241 კვადრატული კილომეტრი დაკარგეს - რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის მიერ დაბრუნებულმა ტერიტორიებმა ამ ოდენობით გადააჭარბა რუსეთის წინსვლას.
რუსეთის ტერიტორიული წინსვლის ტემპი ასევე მკვეთრად შენელდა 2025 წელთან შედარებით. 2026 წლის განმავლობაში რუსული ძალები დღეში საშუალოდ მხოლოდ 0.25 კვადრატული კილომეტრით მიიწევდნენ წინ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო დროინდელი მაგალითი იყო ოპერაცია „ვივალდი“ ლიმანის მიმართულებაზე. ოპერაციის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 270 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს და ჩაშალეს რუსეთის გეგმები, საფრთხე შეექმნათ დონეცკის ოლქში უკრაინის ე.წ. „სიმაგრეთა სარტყლისთვის“ . უარესდება რუსეთის მდგომარეობა ცოცხალი ძალის მხრივაც. ISW-მ აღნიშნა, რომ ყოველთვიური პერსონალური დანაკარგები იზრდება, მაშინ როდესაც რეკრუტირება ამ ტემპს ვერ ეწევა