საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

23 ოქტომბერი, 2026 - 18:04

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა,  ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩია - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. 

პლენუმმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების ახალი შემადგენლობა დაამტკიც: 

პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი;
მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.