უცხოეთი

რუსეთში დრონების საფრთხის გამო ბიზნეს-ცენტრ Moscow City-ში ევაკუაცია გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2026 - 18:17
რუსეთში დრონების საფრთხის გამო ბიზნეს-ცენტრ Moscow City-ში ევაკუაცია გამოცხადდა | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ თვითმხილველების ცნობით, ხალხის შენობიდან გაყვანა დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყო.
 
მათივე ცნობით, ამ შენობაში მდებარეობს ეკონომიკური განვითარების, მრეწველობისა და ვაჭრობის, ციფრული განვითარების უწყებები. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქის მისადგომებთან სულ მცირე 17 დრონი ჩამოაგდეს.
 
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული დრონების შეტევის გამო მუშაობა მოსკოვის ყველა აეროპორტმა შეაჩერა.