უცხოეთი

ფინეთმა უკრაინას 300 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

23 ოქტომბერი, 2026 - 18:53

ფინეთმა უკრაინას 300 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო | ინფორმაციას უკრაინული მედია ავარცელებს და წერს, რომ უკრაინამ და ფინეთმა ხელი მოაწერეს შვიდ თანამშრომლობის დოკუმენტს, რომელთა საერთო ღირებულება 336 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.მათივე ცნობით, შეთანხმებებს ხელი ფინეთის პრემიერმინისტრის, პეტერი ორპოს კიევში ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა.

გამოცემა წერს, რომ უკრაინა და ფინეთი შეთანხმდნენ ცნობილი ფინური კომპანიების, Nokia-სა და ICEYE-ს სატელიტური შესაძლებლობების აქტიურ გამოყენებაზე, რაც უკრაინული ჯარების თავდაცვისუნარიანობასა და ოპერატიულ მზადყოფნას მნიშვნელოვნად გაზრდის. ფინეთი უკრაინას გადასცემს ენერგეტიკულ აღჭურვილობასა და ფინანსურ რესურსებს რუსული თავდასხმებისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და დასაცავად.

პარტნიორობის ფარგლებში ფინეთი დახმარებას გაუწევს უკრაინის სატრანსპორტო სისტემას და ქვეყანას დიზელის ლოკომოტივებს გადასცემს. გარდა ამისა, ფინეთმა ცალკე გამოაცხადა დამატებითი, 10 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც უშუალოდ ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება.