მელანია ტრამპის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ქალაქ ოლეშკიში დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბრიდან უკრაინის ქალაქ ოლეშკიში დროებით შეწყვეტენ ყველა სახის სამხედრო მოქმედებას | ინფორმაციას Reuters თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეთანხმების მიზანია ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციისთვის პირობების შექმნა.