უცხოეთი

დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა, რომ Google-მა უარყო მისი თხოვნა ატლანტის ოკეანისთვის მის პატივსაცემად სახელის გადარქმევის შესახებ

23 ოქტომბერი, 2026 - 21:06

დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა, რომ Google-მა უარყო მისი თხოვნა ატლანტის ოკეანისთვის მის პატივსაცემად სახელის გადარქმევის შესახებ. სამხრეთ კაროლინაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მან პირადადხ დაურეკა Google-ის გენერალურ დირექტორს, სუნდარ პიჩაის, რათა ეკითხა, შეძლებდა თუ არა კომპანია მისი წინადადების განხორციელებას.

"მე მხოლოდ ორი ოკეანე მომწონს: ატლანტის ოკეანე და წყნარი ოკეანე. არ ვაპირებ ტრამპის ან ამერიკის სახელის დარქმევას რომელიმე სხვა ოკეანისთვის, გარდა ამ ორისა. ასე რომ, ჩვენ სერიოზულად განვიხილეთ ატლანტის ოკეანე და მე დავურეკე Google Maps-ს. მე ვუთხარი: „სუნდარ, ატლანტის ოკეანეზე ვფიქრობ“ - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, პიჩაიმ ეს უკანასკნელი წინადადება უარყო. ტრამპმა Google-ის გენერალური დირექტორის პასუხი ასე აღწერა: „არა, არა, არა. ამჯერად ამას არ გავაკეთებ... ოკეანეები განსხვავებულია, ბატონო პრეზიდენტო. ისინი... ბევრ ქვეყანას ფარავენ. გთხოვთ, ნუ გვთხოვთ ამის გაკეთებას.“

The Guardian-მა კომენტარისთვის Google-ს მიმართა. Google ადრე დაჰყოლია ტრამპის მოთხოვნებს სახელების შეცვლის შესახებ, რამაც საზოგადოების, მათ შორის მექსიკისა და კანადის, კრიტიკა გამოიწვია. Google Maps-ზე, აშშ-ის მომხმარებლებისთვის ეს ლოკაციები აღნიშნულია როგორც „ამერიკის ყურე“ (Gulf of America) და „ამერიკის ტბა“ (Lake America), ხოლო ძიების შედეგებში ახალი სახელწოდებები ფრჩხილებში მითითებულ ორიგინალ სახელებთან ერთად ჩნდება. ამასობაში, მექსიკასა და კანადაში მყოფი მომხმარებლები კვლავ თავდაპირველ სახელებს ხედავენ.

ტრამპს მანამდე ჰორმუზის სრუტისთვისაც სურდა საკუთარი სახელის დარქმევა. გასულ თვეს, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომის ფონზე, მან Truth Social-ზე დაწერა: „ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი ჰორმუზის სრუტეს და დავარქვათ ტრამპის სრუტე??? ისევე როგორც თვითონ ამერიკა, ისიც უფრო „ცხელი“ გახდებოდა, ვიდრე ოდესმე!“