უცხოეთი ციტატა

ნოემბერში გვაქვს შეთანხმება, რომ ჩავატაროთ სამმხრივი შეხვედრა უკრაინა-აშშ-რუსეთის ფორმატში ჯგუფების დონეზე | ზელენსკი

23 ოქტომბერი, 2026 - 21:40
ნოემბერში გვაქვს შეთანხმება, რომ ჩავატაროთ სამმხრივი შეხვედრა უკრაინა-აშშ-რუსეთის ფორმატში ჯგუფების დონეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის შედგება | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
 
"ნოემბერში გვაქვს შეთანხმება, რომ ჩავატაროთ სამმხრივი შეხვედრა უკრაინა-აშშ-რუსეთის ფორმატში ჯგუფების დონეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის შედგება. შეხვედრას ნოემბრის პირველ ნახევარში, რაც შეიძლება ადრე ვგეგმავთ, თუმცა მზად ვართ შევხვდეთ ნებისმიერ დღეს, თუნდაც ხვალ. თუმცა, ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული... უკრაინა სამმხრივ შეხვედრას ოქტომბერში ელოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან რუსებმა უარის სათქმელად მორიგი მიზეზი მოიფიქრეს. ახლა ყველანი იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს შეხვედრები შედგეს. რა თქმა უნდა, ამერიკასთან, ევროპასთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად. ეს შეხვედრები აუცილებელია და ჩვენ გვჭირდება, რომ დიპლომატიამ წინ წაიწიოს... ჩვენ გვჭირდება სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის, ხოლო ევროპაც ამ საუბრის ნაწილი უნდა იყოს. გარდა ამისა, ტექნიკური დონის მოლაპარაკებებიდან ლიდერების შეხვედრაზე უნდა გადავიდეთ, რადგან საკვანძო საკითხების გადაჭრა მხოლოდ უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი" | განაცხადა ზელენსკიმ.