საზოგადოება

საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 10.8% საქართველოს რეზიდენტია

23 ოქტომბერი, 2026 - 22:42

საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 10.8% საქართველოს რეზიდენტია | ინფორმაციას ამის შესახებ BPN საქართველოს ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში უკვე 1 წელზე მეტია იმყოფებიან ან 1 წელზე მეტი ვადით აპირებენ დარჩენას, რის გამოც საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან.

"2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 10.8% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში" | ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.