უკრაინამ AI ტექნოლოგიით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვის სისტემა Sky Sentinel-ი წარმატებით გამოსცადა
უკრაინამ AI ტექნოლოგიით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვის სისტემა Sky Sentinel-ი წარმატებით გამოსცადა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ 2025 წლის მაისში საცდელ ეტაპზე მყოფი უკრაინული ავტომატიზებული კოშკურა Sky Sentinel-ი დღეს უკვე ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მათივე ცნობით, სულ რაღაც 17 თვეში სისტემამ განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, რომ ჩვეულებრივი დრონების გარდა, რუსული სწრაფი რეაქტიული დრონების ჩამოგდებაც დაიწყო. გამოცემა წერს, რომ მხოლოდ კიევში ამჟამად 12-ზე მეტი ასეთი საბრძოლო დანადგარია განთავსებული.
უკრაინული მედია წერს, რომ სისტემის შექმნის მთავარი მიზეზი რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშები გახდა. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში მოწინააღმდეგემ უკრაინის მიმართულებით 2 100-ზე მეტი რაკეტა და 63 000-ზე მეტი დამრტყმელი დრონი გაუშვა. ვინაიდან თითოეული იაფფასიანი დრონის გასანადგურებლად ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენება ეკონომიკურად წამგებიანია, უკრაინელმა ინჟინრებმა შექმნეს ალტერნატივა: მრავალჯერადი გამოყენების ერთი Sky Sentinel-ის სისტემა დაახლოებით $150,000 ჯდება, მაშინ როდესაც რუსული რეაქტიული დრონის ფასი $100,000-დან $200,000-მდეა. არსებული ინფორმაციით, Sky Sentinel-ი აღჭურვილია მძიმე ტყვიამფრქვევით, ოპტიკით, რადარითა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფით.