დღეს რუსულმა Geran-ის ტიპის დამრტყმელმა დრონმა დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე და ოჯახების სახლებთან და ენერგეტიკულ ობიექტთან ახლოს ჩამოვარდა | წერს მოლდოვეთის პრეზიდენტი, მაია სანდუ X-ზე.
"რუსეთის ომი კვლავ საფრთხეს უქმნის მოლდოველთა სიცოცხლეს. დღეს რუსულმა Geran-ის ტიპის დამრტყმელმა დრონმა დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე და ოჯახების სახლებთან და ენერგეტიკულ ობიექტთან ახლოს ჩამოვარდა. ჩვენ ვგმობთ ამ მორიგ საშიშ ქმედებას. საპასუხოდ, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადეთ" | წერს მაია სანდუ.