უკრაინელი ჯარისკაცები რუსებს თვეების განმავლობაში გაზსადენში ებრძოდნენ, რომ მათ ქალაქ კუპიანსკში მიწის ქვეშეთიდან არ შეეღწიათ
ოპერაციამ, რომელსაც თავად სამხედროებმა „შეუძლებელი ოპერაცია“ უწოდეს, შედეგად გამოიღო გაზსადენის მრავალკილომეტრიანი მონაკვეთის სრული გაწმენდა და ოკუპანტების მიწისქვეშა მარშრუტის საბოლოო ჩაკეტვა.
„სკელიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია თვეების განმავლობაში ექსტრემალურ, თითქმის შეუძლებელ პირობებში მიმდინარეობდა. სიბნელე, სიცივე და ტალახი: ჯარისკაცები კვირობით ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ მილის შიგნით, სადაც გადაადგილება მხოლოდ ხოხვით ან წოლით მდგომარეობაში იყო შესაძლებელი.
სანამ მოიერიშე ჯგუფები მიწისქვეშეთს წმენდდნენ, პარალელური ქვედანაყოფები დასახლებულ პუნქტ რადკივკაში მიწისზედა პოზიციებს იკავებდნენ, რათა მტერს გაზსადენის შესასვლელებით ვერ ესარგებლა.
ამავე პერიოდში ცნობილი გახდა კიდევ ერთი მასშტაბური ოპერაციის - „ველესის“ შესახებ. ეროვნული გვარდიის მე-2 კორპუსის მებრძოლებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს, მოულოდნელად რუსული პოზიციების ზურგში ამოვიდნენ და მიწისზედა იერიშთან სინქრონულად მტერი გაანადგურეს. ამ ორმა წარმატებულმა ოპერაციამ სრულიად ჩაშალა რუსული არმიის გეგმა, მიწისქვეშა დერეფნების გამოყენებით მოულოდნელად შეჭრილიყო კუპიანსკში.