პოლიტიკა
ციტატა ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში ვარ. ვახშამზე მქონდა საშუალება, რომ საფუძვლიანად მესაუბრა ახალ პრემიერთან | კობახიძე
24 ოქტომბერი, 2026 - 15:02
"ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელიც მიეძღვნა 70 წლისთავს უნგრეთის რევოლუციიდან და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. ამ ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე მქონდა იმის საშუალება, რომ საფუძვლიანად მესაუბრა ახალ პრემიერთან, ბატონ მადიართან ერთად ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები საქართველოს და უნგრეთს შორის" | თქვა ბუდაპეშტში მყოფმა კობახიძემ ჟურნალისტებთან