ეკონომიკა

ივლისიდან-სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში რეკორდული რაოდენობის რუსი ტურისტი შემოვიდა

24 ოქტომბერი, 2026 - 18:29
წელს, ივლისიდან-სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში რეკორდული რაოდენობის რუსი ტურისტი შემოვიდა | ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TACC ავრცელებს.
 
მათი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში 546,814 რუსი ტურისტი შემოვიდა. ეს კი 3.3%-ით მეტია, ვიდრე 2025 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული მონაცემები. წლის დასაწყისიდან, რუსებმა 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი განახორციელეს საქართველოში.