უკრაინელებმა რუსებს კრამატორსკისა და სლოვიანსკის ალყაში მოქცევის გეგმა ჩაუშალეს
უკრაინელებმა რუსებს კრამატორსკისა და სლოვიანსკის ალყაში მოქცევის გეგმა ჩაუშალეს | ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილემ, მაქსიმ ჟორინმა. „ვივალდის“ ოპერაციის დროს უკრაინელმა სამხედროებმა რუსების შეტევა ჩაშალეს და თავდაცვაზე გადასვლა აიძულეს.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის რუსების გეგმები კრამატორსკის და სლავიანსკის დაკავებასთან დაკავშირებით სრულად ჩაიშალა. ისინი ამ ქალაქების „მარწუხებში“ მოქცევაზე ოცნებობდნენ, რასაც ამ დასახლებული პუნქტებიდან უკრაინული ძალების განდევნა უნდა მოჰყოლოდა. „ვივალდის“ ოპერაციის დროს ჩვენ უბრალოდ გავანადგურეთ ერთ-ერთი ასეთი „მარწუხი“. შედეგად, არა მხოლოდ შევაჩერეთ მტრის წინსვლა, არამედ უკან დახევაც ვაიძულეთ. ახლა ჩვენი ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში რუსები შეტევით მოქმედებებზე აღარ ფიქრობენ, მხოლოდ - თავდაცვაზე. ცხადია, მათ სერიოზული მორალური დარტყმა მიიღეს" | განაცხადა მაქსიმ ჟორინმა.