უცხოეთი

სოფიაში ბულგარეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

24 ოქტომბერი, 2026 - 21:44

სოფიაში ბულგარეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს | ინფორმაციას გამოცემა Report İnformasiya Agentliyi ავრცელებს და წერს, რომ სლავი ბინევი თავის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლეს, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მასრა. მათივე ცნობით, მკვლელობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ საათში, სამართალდამცავებმა „ტრაიანეს კარიბჭის“ გვირაბთან იარაღით შეიარაღებული სამი პირველი დააკავეს - ბულგარეთის ერთი და თურქეთის ორი მოქალაქე.

მედია წერს, რომ დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ მოუგვარებელი ფინანსური დავა გახდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდათ. ხვალ გახდება ცნობილი, წარედგინებათ თუ არა ბრალი დაკავებულ სამ პირს და დაუტოვებენ თუ არა მათ 72-საათიან პატიმრობას.