უცხოეთი

ფინეთმა უკრაინას იშვიათი ItO 90M საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა

24 ოქტომბერი, 2026 - 22:19
ფინეთმა უკრაინას იშვიათი ItO 90M საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა უკრაინის 1039-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის მიერ გავრცელებული კადრებიდან, რაც ადასტურებს, რომ ჰელსინკიმ იშვიათი ტექნიკა კიევს წინასწარი ოფიციალური განცხადების გარეშე მიაწოდა. მათივე ცნობით, ItO 90M არის ფრანგული Crotale NG-ის მოდერნიზებული ფინური ვერსია, რომელიც Sisu XA-181 ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზეა აგებული. ფრანგული ანალოგებისგან განსხვავებით, ფინური ვერსია მაღალი მობილურობით გამოირჩევა.