ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში რუსებმა გზები დანაღმეს, რამაც ვითარება კრიტიკული გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდება | ზელენსკი
ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში რუსებმა გზები დანაღმეს, რამაც ვითარება კრიტიკული გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდება | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
"არის შეთანხმება ოლეშკისთან დაკავშირებით, რომელიც მალე უნდა განხორციელდეს - ქალაქზე წვდომის განბლოკვის მიზნით. ჩვენი ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში რუსებმა გზები დანაღმეს, რამაც ვითარება უაღრესად მძიმე და კრიტიკული გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდება - ოლეშკიზე წვდომა აღდგება, შევა საკვები და მედიკამენტები, ხოლო ადამიანები შეძლებენ ამ საბრძოლო ზონის დატოვებას. ამაზე მოლაპარაკებებს უკვე გარკვეული დროა ვაწარმოებთ სხვადასხვა დონეზე. უკრაინა თავის წილს შეასრულებს. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ამერიკული შუამავლობა იმუშავებს" | განაცხადა ზელენსკიმ.