უცხოეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში ქვეყნის თავზე 532 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

25 ოქტომბერი, 2026 - 11:30

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის რეგიონების, ანექსირებული ყირიმისა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე 532 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

"გასული ღამის განმავლობაში, მოსკოვის დროით 24 ოქტომბრის 20:00 საათიდან 25 ოქტომბრის 08:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის მორიგე ძალების მიერ განადგურებულია თვითმფრინავის ტიპის 532 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ვორონეჟის, ტულის, ორლოვის, ლიპეცკის, კალუგის, რიაზანის, როსტოვის, სარატოვის, სამარის, პენზის, ვოლგოგრადის, ულიანოვსკის ოლქების, მოსკოვის რეგიონის, პერმის მხარის, კრასნოდარის მხარის, თათრეთის, ადიღეს, მარელთა რესპუბლიკების, ყირიმის, უდმურტეთის რესპუბლიკის ტერიტორიებსა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე“ | განაცხადეს უწყებაში.

მასირებული დარტყმები განხორციელდა ბელგოროდზე. ქალაქის მერის განცხადებით, ქალაქის ცენტრში, დრონის ფრაგმენტების დაცემის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა.