სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. აქტივობა იმდენად მაღალია, რომ ალექსანდრ ვუჩიჩს ხმის მისაცემად, რიგში დგომა მოუწია.
ალექსანდრ ვუჩიჩმა რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ორწლიანი ანტისამთავრობო და ანტიკორუფციული პროტესტის შედეგად დანიშნა. სექტემბერში კი მან პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ახლა საკუთარ პარტიას პრემიერმინისტრობის კანდიდატად ლიდერობს.
დემონსტრაციები 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე გადახურვის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. ხალხი მომხდარს ხელისუფლების კორუფციას უკავშირებს. ქუჩის პროტესტის დროს ჩამოყალიბდა მოძრაობა „სტუდენტური სია - სტუდენტები იმარჯვებენ“, რომელმაც პარლამენტში 250-ვე მანდატზე წარადგინა კანდიდატები.
სერბეთის 6.4 მილიონ ამომრჩეველია. 250-ადგილიან პარლამენტში შესასვლელად არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობს.