რუსეთში ცეცხლი გაუხსნეს გენერალს, რომელიც კიევში საავადმყოფოზე თავდასხმაში მონაწილეობდა - ის კრიტიკულ მდგომარეობაშია
რუსეთში ცეცხლი გაუხსნეს გენერალს, რომელიც კიევში „ოხმატდითის“ საავადმყოფოზე თავდასხმაში მონაწილეობდა - ის ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელი ჯერ დაკავებული არ არის. რუსეთის რეგიონულმა საგამოძიებო კომიტეტმა სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა
"თავდასხმა ამ დილით სოფელ პრობუჟდენიეში მოხდა. თავდამსხმელი კერძო სახლს მოტოციკლით მიუახლოვდა და ცეცხლი გახსნა: ერთი ტყვია სხეულში მოხვდა, მეორე - სახეში. დაშავდა სამხედროს მძღოლიც, თუმცა მან მიმალვა შეძლო, მოგვიანებით კი დაბრუნდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დაზარალებულს საავადმყოფოში ტყვიები ამოუღეს. ახლა მას მოსკოვში სპეციალური რეისით გადასაყვანად ამზადებენ“ - ნათქვამია განცხადებაში