რუსეთმა ჩინეთს 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების წყალქვეშა ნავების ტექნოლოგია გადასცა
რუსეთმა ჩინეთს 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების წყალქვეშა ნავების ტექნოლოგია და საიდუმლო დოკუმენტაცია გადასცა | ინფორმაციას უკრაინული მედია ვაშინგტონში მოქმედი კვლევითი ორგანიზაციის, C4ADS-ის ახალი ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამით რუსეთმა ხელი შეუწყო პეკინში არაბირთვული წყალქვეშა ფლოტის განვითარებას. ანგარიშის თანახმად, რუსეთის საზღვაო ტექნიკის ცენტრალურმა საკონსტრუქტორო ბიურო „რუბინმა“ 2015 წლის აგვისტოდან 2023 წლის აპრილამდე 12 ტვირთი გაუგზავნა ჩინეთის სამხედრო შესყიდვების სააგენტოებსა და კომპანიას China Shipbuilding and Offshore International Co.
გამოცემა წერს, რომ გადაზიდვები, რომელთა ღირებულებაც 80 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავდა არაბირთვული წყალქვეშა ნავების კონცეპტუალურ დიზაინს, საგამოცდო დოკუმენტაციასა და ტექნოლოგიებს, რომლებიც წყალქვეშ შეუმჩნევლობის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.