უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო პერმის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო პერმის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა | ინფორმაციას Reuters წყაროების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეს არის რუსეთში გადამუშავების მოცულობით მეშვიდე უდიდესი საწარმო. მათივე ცნობით, დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა მილსადენები, საცავები და ტექნოლოგიური დანადგარები. პერმის ოლქის გუბერნატორმა დიმიტრი მახონინმა თავის Telegram-არხზე განაცხადა, რომ პარასკევს იერიში მიიტანეს სამრეწველო ობიექტზე, თუმცა ქარხნის დასახელება არ დაუკონკრეტებია.
Reuters წერს, რომ ქარხანამ, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 460 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, 2024 წელს დაახლოებით 12.6 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა. მან აწარმოვა 2 მილიონი ტონა ბენზინი, 5.3 მილიონი ტონა დიზელი, 200 000 ტონა მაზუთი და 700 000 ტონა ნავთობის კოქსი.