უცხოეთი

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ცაში უკრაინის დროშა გაუშვეს

25 ოქტომბერი, 2026 - 14:26

ჩვენი დრონები შორს დაფრინავენ. ჩვენი დროშა – კიდევ უფრო შორს | უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ცაში უკრაინის დროშა გაუშვეს.

"ამჯერად ეს არ არის საბრძოლო გაფრენა, არამედ შეხსენებაა, რომ დონეცკი იყო, არის და იქნება უკრაინული. ჩვენ კიდევ აღვმართავთ ლურჯ-ყვითელ დროშას თითოეულ გათავისუფლებულ ქალაქზე. მანამდე კი - ქარს სწორი მიმართულებით ვუბერავთ." | ნათქვამია სლობოჟანსკის ბრიგადის უპილოტო სისტემების ბატალიონის მებრძოლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.