უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ოლეშკიში ბავშვებისთვის დრონებით 600 კგ-ზე მეტი საკვები და სათამაშო ჩაიტანეს
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ოლეშკიში ბავშვებისთვის დრონებით 600 კგ-ზე მეტი საკვები და სათამაშო ჩაიტანეს | ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ივან ვიჰოვსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დახმარება უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-11 ბრიგადის სპეცდანიშნულების ასეულ „ბოლგარიჩის“ ჯარისკაცებმა ჩაიტანეს. გამოცემა წერს, რომ სამხედროებმა 15 ამანათი გააგზავნეს, რომელშიც ფაფები, რძე და სათამაშოები იყო მოთავსებული
"ალყაში მოქცეული ოლეშკის ბავშვებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დროს დაიბადნენ და ტერორის გარეშე ცხოვრება არასდროს გამოუცდიათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ოჯახებს და მათ პირველადი მოხმარების საგნებს ვაწვდით“ | დაწერა ვიჰოვსკიმ
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში, რომელიც ძალაში 29 ოქტომბრიდან შედის. ცეცხლის შეწყვეტის მიზანია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მომზადება