უკრაინის გენშტაბი: 2026 წლის ზაფხულში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების 952 ტანკი და საბრძოლო ჯავშანმანქანა დააზიანეს
2026 წლის ზაფხულში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების 952 ტანკი და საბრძოლო ჯავშანმანქანა დააზიანეს - ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს და წერს, რომ დაზიანებულ საბრძოლო ტექნიკას შორისაა 354 ტანკი და 598 ჯავშანმანქანა. უწყების ცნობითვე, "მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოწინააღმდეგის საერთო დანაკარგები ჯავშანტექნიკაში 836 ტანკსა და 1 415 საბრძოლო ჯავშანმანქანას შეადგენს". უკრაინის გენშტაბი წერს, რომ "უკრაინის თავდაცვის ძალები თანმიმდევრულად ამცირებენ მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს, გააგრძელოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ"