ჩვენი დამარცხება განაპირობა რევოლუციამ, რომელიც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერით განახორციელეს | ვუჩიჩი
“ჩვენი დამარცხება ამ რეალიზებულმა რევოლუციამ განაპირობა, რომელიც მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნისა და ამერიკის იმ „დიფ სთეითის“ პირდაპირი მხარდაჭერით განახორციელეს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უპირისპირდება. ვულოცავ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უბრალო შემსრულებლები არიან - იმ ბინძური საქმის შემსრულებლები, რომელიც სუვერენული ქვეყნის დასამხობად სხვამ დაგეგმა. ამჯერად თქვენ მიაღწიეთ მიზანს, თუმცა, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს, ამას დრო აჩვენებს.“ | განაცხადა ვუჩიჩმა დამარცხების აღიარების შემდეგ.
სერბეთში, 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია”, დაამარცხა.