პოლიტიკა

The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაცია გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ კანდიდატად ორბანს განიხილავს

26 ოქტომბერი, 2026 - 11:01

გამოცემა The Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ნომინირებას გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე.

გეგმის მიხედვით, ორბანი უნდა გახდეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი კანდიდატი.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ინიციატივა ამერიკელი მაღალჩინოსნებისგან წამოვიდა. როგორც გამოცემა წერს, კულუარული მოლაპარაკებების დროს აშშ-ის წარმომადგენლებმა ჩინეთსა და რუსეთს შესთავაზეს, რომ გაეროს მომავალ ლიდერად „ორბანის მსგავსი ფიგურა“ სჭირდებოდათ, რაზეც მოსკოვიდან და პეკინიდან დადებითი სიგნალები მიიღეს.

ამის შემდეგ ვაშინგტონი პირადად დაუკავშირდა უნგრელ პოლიტიკოსს. გავრცელებული ინფორმაციით, ორბანმა ინტერესი გამოხატა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გამოცემის ცნობით, ორბანის წარდგენა შესაძლოა, კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდეს.

გაეროს მოქმედ გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურება.