საკონსტიტუციოს მტკიცებულებების მთელი დასტა წარვუდგინეთ. მათი აკრძალვით ქვეყანა პოლიტიკური ველიდან პარაზიტებს მოიშორებს | ჭეიშვილი ოპოზიციაზე
"საკონსტიტუციო სასამართლოს მტკიცებულებების მთელი დასტა წარვუდგინეთ, რადიკალები რას სჩადიოდნენ 2012 წლამდე და მას შემდეგ. ველოდებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ და მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს პარტიები აიკრძალებიან. მათი აკრძალვით ქვეყანა პოლიტიკური ველიდან პარაზიტებს მოიშორებს...კონსტრუქციული ადამიანები და პოლიტიკური პარტიები იქნებიან, რომლებიც მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. პარაზიტები არიან, რადგან რაც მათ გააკეთეს 2012 წლამდე და მას შემდეგ, პარაზიტობაა და დიდი დანაშაულია“- განაცხადა ოცნების დეპუტატმა ჭეიშვილმა.
5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 14:00 საათიდან განახლდება. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საკონსტიტუციომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.