ჩვენს პარტიას თუ აკრძალავენ, პარლამენტშიც არანაირი საქმე აღარ გვექნება. ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს | კერესელიძე
"ჩვენს პარტიას თუ აკრძალავენ და მას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება. არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენ პარლამენტშიც არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება. ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება“, | აცხადებს გახარია საქართველოსთვის დეპუტატი შალვა კერესელიძე.
5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 14:00 საათიდან განახლდება.
სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საკონსტიტუციომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა