უკრაინული დრონების მიერ საწყობებისა და ლოგისტიკური ცენტრების გადაწვის ფონზე, Wildberries ამტკიცებს, რომ "საქონლის ასორტიმენტი, რამდენჯერმე გაზარდეს"
Wildberries უარყოფს წამყვანი დასავლური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრადიციული საშემოდგომო და საახალწლო ფასდაკლებების სეზონი ჩავარდნის პირასაა. კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
„ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ მომავალი ფასდაკლებების სეზონი შეინარჩუნებს წინა წლების პოზიტიურ დინამიკას. ტრადიციულად, მსხვილი აქციების პერიოდში იზრდება მყიდველთა აქტივობა, მონაწილე გამყიდველების რაოდენობა და ფასდაკლებული საქონლის ასორტიმენტი. ამასთან, მიმდინარე სეზონზე პროდუქციის არჩევანის შემცირების არანაირი საფუძველი არ არსებობს. პირიქით, Wildberries-ზე საქონლის ასორტიმენტი, გასულ წელთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა“, | ამტკიცებს კომპანია.
თითქმის მთელი ზაფხული უმსხვილესი რუსული მარკეტპლეისის საწყობები და ლოგისტიკური ჰაბები უკრაინული დრონების თავდასხმის ქვეშ იყო. უკრაინულმა დრონებმა გადაწვეს, დააზიანეს, ან გაანადგურეს მილიარდობით რუბლის ღირებულების ინფრასტრუქტურა და პროდუქცია. მასშტაბური თავდასხმები განხორციელდა მოსკოვის ოლქში, ელექტროსტალში მდებარე გიგანტურ 360,000 კვ.მ. ცენტრსა და სანქტ-პეტერბურგის უმსხვილეს ლოგისტიკურ ჰაბებზე.