2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიები არ ემიჯნებიან 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს | გორდულაძის დასაბუთება, რატომ უნდა აიკრძალოს 5-ვე პარტია
"2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, რომლის ლიდერები 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის წევრები არ იყვნენ, მართალია 2003-2012 წლამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის უშუალოდ მონაწილეები ვერ იქნებიან, თუმცა 2012 წლის შემდეგ შექმნილი ეს პოლიტიკური პარტიები, 2003-2012 წლამდე პერიოდში არაადამიანური რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემატურ და სისტემურ დანაშაულებს არ ემიჯნებიან. უფრო მეტიც, არათუ არ ემიჯნებიან, კოალიციაშიც კი შედიან იმ რეჟიმის შემქმნელებთან, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ" | თქვა ოცნების დეპუტატმა გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გორდულაძე ასაბუთებს, რატომ უნდა აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები.