უცხოეთი

ერთი თვეა ველოდებით ბატონი ჰეგსეთის ხელმოწერას Patriot-ებისა და NASAMS-ის რაკეტებთან დაკავშირებით | ზელენსკი

26 ოქტომბერი, 2026 - 16:07

"უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მომახსენეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის გადამჭრელი რაკეტების - უპირველეს ყოვლისა, „პატრიოტების“ მოწოდების ირგვლივ არსებული ვითარება. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ: შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ PAC-2 და PAC-3 რაკეტების მარაგები. კერძოდ, უკვე თითქმის ერთი თვეა ველოდებით ბატონი ჰეგსეთის [პენტაგონის ხელმძღვანელი, აშშ-ის ომის მდივანი] ხელმოწერას „პატრიოტებისა“ და „ნასამსების“ რაკეტებთან დაკავშირებით. გავეცი დავალება, რომ ეს საკითხი ამერიკულ მხარესთან კიდევ ერთხელ გადამოწმდეს. მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც გრძელდება.“ | ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.