გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის დირექტორის თანამდებობა დატოვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. მან იუსტიციის მინისტრს განცხადებით დღეს მიმართა. პაატა სალიამ პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
მანამდე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. საქმე დავით ფეიქრიშვილის საქმეს და მისი სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებას ეხება.