უცხოეთი

Moscow Times: მოსკოვში დაგეგმილ სამიტში პუტინის მონაწილეობის გამო მობილურ ინტერნეტს 3 დღით გათიშავენ

27 ოქტომბერი, 2026 - 09:22

Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაგეგმილ სამიტში პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობის გამო მობილურ ინტერნეტს 3 დღით გათიშავენ. როგორც გამოცემა წერს, სამიტი დღეს დაიწყება და 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

3 დღის განმავლობაში ქალაქში 2 სამიტი გაიმართება - "გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმი" და "რუსეთ აფრიკის თანამშრომლობა". 

რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროს განცხადებით, ინტერნეტის გათიშვის მიზეზი "უსაფრთხოების უზრუნველყოფას" უკავშირდება.