სეს-მა საქართველოში რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები მოიწვია
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის [„როსსელხოზნადზორი“] დელეგაცია საქართველოს თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა | როგორც მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რუსი სპეციალისტები საქართველოში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოიწვია.
ასევე დაგეგმილია იმ ლაბორატორიის აუდიტი, რომელიც ატარებს კვლევებს რუსეთში იმპორტისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენი რაოდენობის დასადგენად.
"რუსეთის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა ვიზიტი მიზნად ისახავს საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე ზედამხედველობის ერთიანი მიდგომების შემუშავებას. უახლოეს მომავალში, ვიდეოკავშირის ფორმატში, გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები „როსსელხოზნადზორის“ დელეგაციის საქართველოში ვიზიტის პროგრამასთან დაკავშირებით." | აცხადებს როსსელხოზნადზორი